
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ტერაქტის საქმეზე კიდევ სამი პირის დაკავება სურს
25/03/2024 16:11:51 მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის საქმეზე კიდევ სამი ეჭვმიტანილის დაკავებას მოითხოვს.
AFP-ის ცნობით, რუსმა პროკურორებმა მოსკოვის სასამართლოს კიდევ სამი ადამიანის დაკავების თხოვნით მიმართეს.
ეჭვმიტანილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულმა პირების თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 144 ადამიანი დაიღუპა, 100–ზე მეტი დაშავდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის თავდასხმაში უშუალო მონაწილე ოთხი პირი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.