
დიდი ბრიტანეთი ამომრჩევლების მონაცემების გაჟონვადს ჩინეთს უკავშირებს
25/03/2024 15:19:02 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ვიცე–პრემიერის ოლივერ დოუდენის ინფორმაციით, კიბერთავდასხმა, რომლითაც ბრიტანელი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაცია გაიჟონა, ჩინეთთანაა დაკავშირებული.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა მალე ამ კავშირის დადასტურებას შეძლებს.
დიდი ბრიტანეთის საარჩევნო კომისიაზე კიბერთავდასხმა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, თუმცა მის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
იუწყებიან, რომ თავდასხმის შედეგად მილიონობით ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაცია გაიჟონა. სამიზნეები იყვნენ ის ბრიტანელი პარლამენტარებიც, რომლებიც ჩინეთისადმი კრიტიკული და ხისტი პოზიციებით გამოირჩევიან.
"ჩინეთი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეკონომიკური საფრთხეა და ის ეპოქის განმსაზღვრელ გამოწვევას წარმოადგენს" - თქვა რიში სუნაკმა.