საქართველომ და სომხეთმა დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა განიხილეს

25-03-2024 16:13:48 კავკასია ,პოლიტიკა

ჩვენ განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა. ამის შესახებ 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სომხეთის მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„26 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-13 შეხვედრა, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ერევანსა და თბილისს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. იგი განსაზღვრავს ამბიციურ პერსპექტივას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს. დღეს მე და ჩემს კოლეგას გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელებისთვის შესაძლო და აუცილებელ ნაბიჯებზე. მასში მნიშვნელოვანი ელემენტია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება. ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის მუდმივი გაღრმავება და გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ რეგიონში სტაბილურობისა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები