Accentnews.ge
მოსკოვის საავადმყოფოდან, სადაც ტერაქტის შედეგად დაზარალებულები მკურნალობენ, ევაკუაცია განხორციელდა

მოსკოვის საავადმყოფოდან, სადაც ტერაქტის შედეგად დაზარალებულები მკურნალობენ, ევაკუაცია განხორციელდა

25/03/2024 11:52:35 მსოფლიო

რუსეთის "იზმაილოვსკის" სახელობის დიაგნოსტიკური ცენტრიდან 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა აფეთქების საფრთხის გამო, იტყობინება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS.

Mash-ის ინფორმაციით, Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაზარალებულები სწორედ ამ საავადმყოფოში მკურნალობენ.

როგორც იუწყებიან, სამედიცინო დაწესებულებამ ფოსტით მიიღო წერილი შესაძლო აფეთქების შესახებ. კერძოდ, მითითებული იყო ფოსფორის ფეთქებადი მოწყობილობები წამმზომით და რომ ისინი შენობაში, იატაკზე ზურგჩანთებში იყო მოთავსებული.

კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა პაციენტი და პერსონალი უსაფრთხო დისტანციაზე გადაიყვანეს, ადგილზე კი სპეცსამსახურები მუშაობდნენ.

მედიის ცნობით, 25 მარტის შუადღისთვის, "კროკუსზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 144 ადამიანამდე გაიზარდა. კლინკაში რჩება 97 ადამიანი. ჯამში დაშავდა 180-მდე, რამდენიმე ათეული ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, 100-მდე ცხედარი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული.

22 მარტს შენიღბული მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა "კროკუსის" ჰოლში და ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან, მოგვიანებით დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ადამიანები კონცერტის დაწყებას ელოდნენ და იქ განაგრძეს ხოცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S