აზერბაიჯანი ტერაქტების აღკვეთის შესახებ იუწყება

25-03-2024 12:55:38 კავკასია

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დააკავეს პირი, რომელიც ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდა. დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა.

კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიების დროს გაჩნდა "საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, მოსახლეობაში პანიკის შექმნისა და სახელმწიფო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების მიზნით, აზერბაიჯანის 1988 წელს დაბადებული მოქალაქე ბაჰრუზ ასკაროვი, რომელიც ცხოვრობდა რუსეთის ქალაქ მურმანსკში, სხვა პირებთან თანამშრომლობით ემზადებოდა ტერორისტული აქტების ჩასადენად".

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დადგინდა, რომ ბაჰრუზ ასკაროვმა რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები პირები ჩართო საიდუმლო კომუნიკაციაში და დაავალა, თავს დასხმოდნენ ლენქორანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, ასევე მოეკლათ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასკეროვი გეგმავდა სამხედრო წვრთნებს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქვეყანა მითითებული არაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები