
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
25/03/2024 08:51:10 საზოგადოება
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი დაღუპულია დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.