Accentnews.ge
უკრაინამ ყირიმში კიდევ ერთი რუსული გემის შესაძლო დაზიანების შესახებ განაცხადა

უკრაინამ ყირიმში კიდევ ერთი რუსული გემის შესაძლო დაზიანების შესახებ განაცხადა

25/03/2024 08:44:17 მსოფლიო

რუსული გემების „იამალისა“ და „აზოვის“ გარდა, 23 მარტს ანექსირებულ სევასტოპოლში შეიძლებოდა დაზიანებულიყო კიდევ ერთი გემი „ივან ხურსი“. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.

„არსებობს ეჭვი, რომ მაღალი ალბათობით, მასაც ზიანი მიადგა. როგორც კი ამ ინფორმაციას შევაგროვებთ და შევძლებთ მის გადამოწმებას სხვადასხვა წყაროებით, შემდეგ შევძლებთ მის, როგორც ფაქტის წარმოდგენას“, - აღნიშნა მან.

პლეტენჩუკის თქმით, გემი „ივან ხურსი“ არ არის საბრძოლო ერთეული – ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დამხმარე ფლოტის ნაწილია.

დიდი სადესანტო გემების „იამალისა“ და „აზოვის“ დაზიანების შესახებ წინა დღით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია. მათ ასევე განაცხადეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საკომუნიკაციო ცენტრსა და რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის შესახებ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ამტკიცებს, რომ გემი "იამალი" კრიტიკულად დაზიანდა.

2023 წლის მაისში Magura V5 დრონებმა უკვე შეუტიეს რუსულ ხომალდ "ივან ხურსს". რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ თავდასხმა მოიგერიეს. მაგრამ უკრაინის დაზვერვა მისი დაზიანების შესახებ იუწყებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S