
მოლდოვა: რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა, მაგრამ არ უთქვამს უარი ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდებაზე
25/03/2024 07:04:19 მსოფლიო
მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრი ადრიან ეფროსი აცხადებს, რომ რუსეთს უარი არ უთქვამს მოლდოვის ხელში ჩაგდების განზრახვაზე, მაგრამ ქვეყნისთვის სამხედრო საფრთხის ნიშნები ჯერ არ შეინიშნება.
"ჩვენ ვიმყოფებით სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში და ის გაძლიერდა ომის დაწყების შემდეგ. უკრაინის ჯარები აკავებენ შეტევას, ამიტომ, რუსეთის ფედერაციამ შეცვალა ტაქტიკა, მაგრამ არ უთქვამს უარი თავისი განზრახვებზე მოლდოვაში," - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, მოლდოვა ხედავს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს, სხვადასხვა პარტიების უკანონო დაფინანსებას და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობებს. ამავე დროს, ეფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვას სამხედრო ინტერვენციაა ამჟამად არ ემუქრება.
"არ არსებობს სამხედრო საფრთხის ნიშნები. დიახ, არის მცდელობა ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს მშვიდად და ენდოს ხელისუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს," - განაცხადა მან.
19 მარტს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის ე.წ. "არჩევნების" ორგანიზებასთან დაკავშირებით.