Accentnews.ge
ზელენსკი: "კვირის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ190 რაკეტა და 140 დრონი გამოიყენეს"

ზელენსკი: "კვირის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ190 რაკეტა და 140 დრონი გამოიყენეს"

25/03/2024 06:20:36 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "გასული კვირის განმავლობაში რუსმა ტეროროსტებმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ათასზე მეტი საშუალება გამოიყენეს".

„კვირის განმავლობაში, რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 190 რაკეტა, 140-მდე „შაჰიდი“ და 700-მდე სხვა მართვადი ბომბი. ამ ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთი კვირა არ ყოფილა, რომ რუსეთს ტერორიზმისგან თავი შეეკავებინოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა პილოტებს, საზენიტო მსროლელებს, მობილურ საცეცხლე ბრიგადას და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის ოპერატორებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმებს ეწინააღმდეგებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S