Accentnews.ge
რუსეთში მდებარე ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთში მდებარე ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

25/03/2024 06:14:29 მსოფლიო

დღეს გამთენიისას რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოჩერკასკის რაიონში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ნოვოჩერკასკის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

როსტოვის ოლქის ხელისუფლება ელექტროსადგურზე ხანძარს ადასტურებს, თუმცა გამომწვევ მიზეზს ჯერჯერობით არ ასახელებს.

"ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა", - აცხადებს როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი.

მისი თქმით, ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა მაღალი ძაბვის ორი გადამცემი ხაზიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S