
ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა
25/03/2024 06:06:26 მსოფლიო
ძლიერმა წვიმამ ბრაზილიაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
წყალდიდობას და მეწყერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
განადგურებულია 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ევაკუირებულია 5 400-ზე მეტი ადამიანი.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული და კვლავ გრძელდება.