ერევანში, პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

24-03-2024 20:01:57 კავკასია

ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. პოლიციის შენობასთან ასევე აფეთქდა ყუმბარა.

არსებობს ვარაუდი, რომ თავდამსხმელები შესაძლოა იყვნენ ორგანიზაცია „საბრძოლო საძმოს“ წევრები. სწორედ ამ ორგანიზაციის რამდენიმე წევრი დააკავეს 24 მარტს დილით.

სომხური მედიის ცნობით, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცავებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განმარტა, რომ განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი დაიჭრა მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, რჩება პოლიციის შენობაში.

წინასწარი მონაცემებით, პოლიციელები არ დაშავებულან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები