
მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა
23/03/2024 07:23:48 მსოფლიო
მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 145-ს აღწევს.
22 მარტის საღამოს "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. ბოლო მონაცემებით,
რა ბედი ეწიათ თავდამსხმელებს ჯერ–ჯერობით უცნობია.
"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.