Accentnews.ge
მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

23/03/2024 06:26:51 მსოფლიო

მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, – ამის შესახებ ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ ტელეგრამ–არხზე გაავრცელა.

22 მარტის საღამოს მოსკოვში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი სროლით შეიჭრა და კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი 145-ს აღწევს.

რა ბედი ეწიათ თავდამსხმელებს ჯერ–ჯერობით უცნობია.

"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S