Accentnews.ge
მედია: Crocus City Hall-ზე თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს

მედია: Crocus City Hall-ზე თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს

22/03/2024 20:56:14 მსოფლიო

რუსეთში, Crocus City Hall-ის კომპლექსში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ტვერის რეგიონის სანომრე ნიშნით, „რენოს“ მარკის თეთრ ავტომობილს ეძებენ,– იტყობინება "ბაზა".

მისი ინფორმაციით, ავტომობილის სანომრე ნიშნები შესაძლოა ყალბი იყოს.

ამ მანქანის გაჩერებისას თანამშრომლებს დაევალათ უსაფრთხოების ზომების დაცვა, – წერს "ბაზა".

წინასწარი ინფორმაციით, საუბარია ხუთ თავდასმხმელზე.

22 მარტის საღამოს Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა იყო. რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ხალხის ნაკადს გაუხსნა ცეცხლი.

თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, თავდამსხმელი სულ მცირე, ხუთი იყო. იწუყებიან 20–ის შესახებაც.

თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სროლის დროს ცენტრში 6200-მდე ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო - "პიკნიკის" კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თავად საკონცერტო დარბაზი კი 9500–მდე ადამიანს იტევს.

თვითმხილვევებმა აფეთქებების შესახებაც განაცხადეს, რასაც ხანძარი მოჰყვა.

მედია წერს, რომ სახურავი ჩამოიშალა და ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

მედიის ცნობით, სროლის დაწყებიდან ერთ საათზე მეტი ხნის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა შტურმი დაიწყეს, თუმცა ოფიციალურად დეტალები – რა ბედი ეწიათ თავდამსხმელებს, რჩება თუ არა ხალხი შენობაში, უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S