Accentnews.ge
ФСБ: წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა

ФСБ: წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა

22/03/2024 20:09:12 მსოფლიო

წინასწარი მონაცემებით,მოსკოვში, Crocus City Hall-ის კომპლექსში მომხდარი თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, იტყობინება რუსეთის ФСБ.

22 მარტის საღამოს Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა იყო. რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ხალხის ნაკადს გაუხსნა ცეცხლი.

თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, თავდამსხმელი სულ მცირე, ხუთი იყო. იწუყებიან 20–ის შესახებაც.

თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. სროლის დროს ცენტრში 6200-მდე ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო - "პიკნიკის" კონცერტზე თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, თავად საკონცერტო დარბაზი კი 9500–მდე ადამიანს იტევს.

თვითმხილვევებმა აფეთქებების შესახებაც განაცხადეს, რასაც ხანძარი მოჰყვა.

შენობაში ხანძარი მძვინვარებს. მედია წერს, რომ სახურავის ნაწილი ჩამოიშალა და ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

მედიის ცნობით, სროლის დაწყებიდან ერთ საათზე მეტი ხნის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა შტურმი დაიწყეს.

ვრცელდება ცნობები, რომ პეტერბურგშიც დაიწყეს სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S