
ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის
22/03/2024 18:43:47 მსოფლიო
უელსის პრინცესას ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
მიდლტონი "ტვიტერზე" ვიდეომიმართვით გამოეხმაურა მისი გაუჩინარების შესახებ ცნობებს და თქვა, რომ მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ, ის ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყო.
"ოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა, ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო იყო. ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსი გამევლო და ახლა ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე ვარ."- ამბობს მიდლტონი.