Accentnews.ge
მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, იუწყებიან დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში ცეცხლი გახსნეს, იუწყებიან დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ

22/03/2024 18:06:46 მსოფლიო

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ «Крокус Сити Холл»–ში ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველები იუწყებიან დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია.

თავდასხმის შემდეგ გაჩნდა მასშტაბური ხანძარი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხანძარი თავად თავდამსხმელებმა გააჩინეს.

ერთ–ერთ ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნდა მოკლე ვიდე, რომელზეც ჩანს, რომ საკონცერტო დარბაზში ორი შეიარაღებული პირი შედის და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ხსნის ცეცხლს.

რუსული სახელმწიფო სააგენტო "რის" წერს სამი თავდამსხმელის შესახებ.

თავდასხმა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის მიმდინარეობისას მოხდა.

განახლებადი

"ბაზას" ცნობით, შენობაში შესაძლოა, ათობით ადამიანი იყოს ჩარჩენილი – ნაწილმა სარდაფებს შეფარა თავი, მეოთხე სართულზე ხანძარი მძვინვარებს. მეხანძრეები ლოკალიზების პროცესს ვერ იწყებენ, რადგან სპეცრაზმს ელიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S