Accentnews.ge
მონღოლეთში 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცივ ზამთარს ებრძვის, პირუტყვი მასობრივად კვდება

მონღოლეთში 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცივ ზამთარს ებრძვის, პირუტყვი მასობრივად კვდება

22/03/2024 17:53:23 მსოფლიო

მონღოლეთი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ცივ ზამთარს ებრძვის, . ამის გამო პირუტყვი მასიურად იხოცება, რაც, თავის მხრივ, მესაქონლეებს, ქვეყნის ძირითად მოსახლეობას, შიმშილობას უქადის. ამჟამად 7000-ზე მეტ ოჯახს აკლია საკვები, – იტყობინება წითელი ჯვარი.

უახლოეს მომავალში სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.

ნოემბრიდან მოყოლებული მონღოლეთში დაახლოებით -30-40 გრადუსი ყინვები ფიქსირდება. საძოვრები დაფარულია თოვლითა და ყინულით. თხა, ვერძი და ცხენები მასობრივად იხოცება, რადგან ტემპერატურის უეცარი ცვლილების გამო ვერ აღწევენ საძოვრებამდე და ვერ იკვებებიან. ზამთარში, წითელი ჯვრის შეფასებით, 4,7 მილიონი სული პირუტყვი დაიღუპა. სულ მცირე 2250 ოჯახმა დაკარგა ნახირის 70%-ზე მეტი, ეს კი კატასტროფულ მოცემულობას ქმნის, რადგან მათთვის პირუტყვი როგორც საკვები, ასევე მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

წითელი ჯვრის აზია-წყნარი ოკეანის დირექტორმა ალექსანდრე მეთიუ განუცხადა CNN-ს, რომ ამგვარი მოვლენები იშვიათი იყო მონღოლეთში, მაგრამ ის უფრო გავრცელებული გახდა ბოლო ათწლეულში. ეს გამოწვეულია გლობალური კლიმატური ცვლილებით. გაეროს შეფასებით, ბოლო 80 წლის განმავლობაში მონღოლეთში საშუალო წლიური ტემპერატურა 2,46 გრადუსით გაიზარდა. რეგიონში ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი ხდება, ზამთარი კი უფრო ცივი და ნალექციანი, რაც უკიდურესად არახელსაყრელ პირობებს უქმნის ადამიანებსა და ცხოველებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S