Accentnews.ge
დანიის თავდაცვის მინისტრი: დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, 2-3 წლის შემდეგ “გამოღვიძება" გვიანი იქნება, რუსეთი არ გაჩერდება!

დანიის თავდაცვის მინისტრი: დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, 2-3 წლის შემდეგ “გამოღვიძება" გვიანი იქნება, რუსეთი არ გაჩერდება!

22/03/2024 17:11:17 მსოფლიო

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე საჭირო იქნება.

მან გაიმეორა, რომ ნატოს ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინას არ ეხება.

მინისტრმა ისაუბრა ალიანსის რიგი ქვეყნების მიერ თავდაცვაზე არასაკმარისი თანხების გამოყოფასა და ევროპული სამხედრო-თავდაცვითი კომპლექსის პრობლემებზე, მათ თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.

“რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს. დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. დღეს საკვანძო დროის ფაქტორია – 2-3 წლის შემდეგ “გამოღვიძება” გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნებისთვის",– თქვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, "რუსეთს მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ თავის დასაცავად”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S