Accentnews.ge
Bloomberg: ინდოეთი უარს ამბობს Sovcomflot-ით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე

Bloomberg: ინდოეთი უარს ამბობს Sovcomflot-ით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე

22/03/2024 16:14:54 მსოფლიო

ინდოეთის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, აშშ-ს სანქციების გამო, უარს ამბობს რუსული ნავთობის მიღებაზე, რომელიც ტრანსპორტირებულია გადამზიდავი კომპანია Sovcomflot-ის ტანკერებით. ეს გარემოება კიდევ უფრო გაართულებს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას, რომელმაც მნიშვნელოვანი იმპულსი მოიპოვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, – აღნიშნავს Bloomberg.

სააგენტო სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ინდური გადამამუშავებელმა ქარხნებმა, მათ შორის უმსხვილესმა Indian Oil Corporation–მა, შეწყვიტეს ტვირთების მიღება Sovcomflot ტანკერებიდან. ნავთობგადამამუშავებელი მწარმოებლები გულდასმით ამოწმებენ თითოეული გემის მფლობელს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი არ არიან დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან, განუცხადეს – Bloomberg-ს წყაროებმა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ რიგმა ინდურმა კომპანიებმა არ უპასუხეს ჟურნალისტების წერილობით კითხვებს. Sovcomflot-მა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

გასულ თვეში, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა დააწესა სანქციები Sovcomflot-ისა და მისი 14 ტანკერის წინააღმდეგ. ეს ემატება უფრო ფართო ზომებს, რომლებიც ოქტომბრიდან ამოქმედდა Sovcomflot-ის გემებისა და რუსეთის მოკავშირე კომპანიების წინააღმდეგ, G7 ქვეყნების მიერ დაწესებული რუსული ნავთობის ფასის ზღვრის დარღვევის გამო.

ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, მაგრამ აშშ-ის სანქციების გამკაცრებამ შეაფერხა ვაჭრობა და აიძულა გადამამუშავებელი ქარხნები, მოეძებნათ რესურსი სხვა რეგიონებში.

Sovcomflot-ისთვის პრობლემების შექმნა ნიშნავს, რომ რუსეთს რჩება ნაკლები ტანკერი ნავთობის მიწოდებისთვის, რაც თავის მხრივ იწვევს მყიდველებისთვის შეთავაზებული ფასდაკლების შემცირებას გადაზიდვის მაღალი ხარჯების გამო, აღნიშნავენ Bloomberg-ის თანამოსაუბრეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S