
ლიეტუვამ უკრაინას სისტემები მიაწოდა დრონებთან საბრძოლველად
22/03/2024 15:16:45 მსოფლიო
ლიეტუვამ უკრაინისთვის საკუტარი ანტიდრონის სისტემების გადაცემის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ბალტიისპირეთის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
„ლიეტუვა აგრძელებს უკრაინის უწყვეტ სამხედრო მხარდაჭერას. 22 მარტს უკრაინას ლიეტუვური სისტემები მიეწოდა დრონების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებამ აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინას მიეწოდება, როგორც ეროვნული თავდაცვის სისტემის ნაწილი, მოიცავს ფართო სპექტრს – იარაღს, საბრძოლო მასალას, დრონებს, ანტიდრონებს, ჯარების წვრთნას, მძიმე ტექნიკის შეკეთებას და სხვა დახმარებას, რომელიც გაწეულია უკრაინის მიერ მითითებული საჭიროებების შესაბამისად.
„ლიეტუვამ უკვე შეიმუშავა უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს 2024-2026 წლებში“, - აღნიშნავს თავდაცვის სამინისტრო.