Accentnews.ge
გენერალი პავლიუკი: რუსები 100 000-კაციან დაჯგუფებას ქმნიან შეტევისთვის

გენერალი პავლიუკი: რუსები 100 000-კაციან დაჯგუფებას ქმნიან შეტევისთვის

22/03/2024 15:03:11 მსოფლიო

რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის, - ამის შესახებ 22 მარტს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ პავლიუკმა.

"სავარაუდოდ, ისინი [რუსები] შეავსებენ თავიანთ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანობას კარგავენ. მაგრამ იმის ალბათობაც არსებობს, რომ ზაფხულის დასაწყისისთვის მათ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ძალები, რომლებიც ერთ-ერთი მიმართულებით შესაბამის შეტევით ოპერაციებს განახორციელებენ ", - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა.

პავლიუკს არ დაუკონკრეტებია მიმართულება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს შეტევისთვის რესურსის დაგროვება: "ჩვენ ვემზადებით სიტუაციის სხვადასხვა განვითარებისთვის".

დღესვე "ვიორსტკა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ბრძოლაში მყოფი დაჯგუფების გაძლიერებისა და ხარკოვის ალყაში მოქცევის მიზნით მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს.

ამ ინფორმაციის მიხედვით, მობილიზაციას შესაძლოა 300 ათასი ადამიანი დაექვემდებაროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S