Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ უკრაინელ სამხედრო ტყვეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსულმა სასამართლომ უკრაინელ სამხედრო ტყვეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

22/03/2024 14:06:07 მსოფლიო

რუსეთის საერთო იურისდიქციის სააპელაციო სასამართლომ გაამკაცრა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის დენის რაშპლეს წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იტყობინება "მედიაზონა".

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის 25 წლის მძღოლი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "უზენაესმა სასამართლომ" გაასამართლა და მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსული მხარის მტკიცებით, დენის რაშპლემ "მეთაურების უკანონო ბრძანება შეასრულა და 2002 წლის თებერვალ-აპრილში ავტომატით 25 სამოქალაქო პირი დახვრიტა. მათგან 16 დაიღუპა, ხოლო ცხრა გადარჩა".

რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ რაშპლემ ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით, წერილობით აღიარა.

უკრაინა არ აღიარებს ანექსირებული დონეცკის რეგიონში რუსეთის სასამართლოების იურისდიქციას და დატყვევებული სამხედროების წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს პატიმრების მოპყრობის შესახებ ჟენევის მესამე კონვენციის დარღვევად მიიჩნევს. საერთო ჯამში, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა სასამართლოებმა გაუმჭვირვალე სასამართლო პროცესების პირობებში ათობით უკრაინელი ჯარისკაცი გაასამართლეს, მათ შორისაა მამუკა გაწერელიაც, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა და 2022 წლის 20 მაისს მას შემდეგ ჩავარდა ტყვედ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S