Accentnews.ge
ტაივანმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჩინეთიდან 4 მილში მდებარე კუნძულზე იმყოფებიან

ტაივანმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჩინეთიდან 4 მილში მდებარე კუნძულზე იმყოფებიან

22/03/2024 13:09:14 მსოფლიო

ტაივანმა დაადასტურა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჩინეთიდან 4 მილში მდებარე კინმენის კუნძულზე იმყოფებიან.

როგორც ტაივანის თავდაცვის მინისტრმა უთხრა ჟურნალისტებს, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების სტრატეგიებზე.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ წვრთნიდა ტაივანის ძალებს ფორმოზაზე. პენტაგონს არასოდეს დაუდასტურებია აშშ-ის ჯარების არსებობა კინმენის კუნძულზე.

გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ კუნძულზე აშშ-ის სპეცრაზმი მოქმედებდა, ტაივანის მინისტრმა ჩიუ კუო-ჩენგმა სამშაბათს აღიარა, რომ მისი ქვეყნის სამხედროები სწავლობენ იქ ამერიკელებისგან.

”ეს ეხება ურთიერთდაკვირვებას, პრობლემების იდენტიფიცირებას, გარკვევას, თუ როგორ გავაუმჯობესოთ უნარები, ამოვიცნოთ მათი ძლიერი მხარეები და ვისწავლოთ,” - თქვა მან და დასძინა, ”ჩვენ შეგვიძლია, ვისწავლოთ ერთმანეთისგან".

კინმენის კუნძული მდებარეობს ტაივანის სრუტის შორეულ მხარეს, 110 მილის სიგრძეზე, რომელიც ჰყოფს ტაივანს და ჩინეთს. ის ტაივანიდან დაახლოებით 100 მილით არის დაშორებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S