Accentnews.ge
Financial Times: შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა

Financial Times: შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა

22/03/2024 10:34:09 მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს ნავთობის მსოფლიო ფასები და გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის შურისძიება, წერს Financial Times 22 მარტს სამ წყაროზე დაყრდნობით.

შეტყობინების თანახმად, ვაშინგტონის გაფრთხილებები გადაეცათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებს.

FT–ის ცნობით, თეთრი სახლი შეშფოთებულია, რომ ასეთმა დარტყმებმა შეიძლება გამოიწვიოს საპასუხო თავდასხმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელთაც დასავლეთი ეყრდნობა.

გარდა ამისა, წელს ნავთობის ფასი გაიზარდა დაახლოებით 15 პროცენტით – ბარელზე 85 დოლარამდე, რაც ზრდის საწვავის ხარჯებს აშშ-ში საარჩევნო კამპანიის ფონზე, – ნათქვამია მასალაში.

აშშ-ის ხელისუფლებას ოფიციალურად არაფერი უთქვამს მსგავს გაფრთხილებაზე, მანამდე კი მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინული ძალები თავად ირჩევენ სამიზნეებს. არც უკრაინაში გაუკეთებიათ ჯერ კომენტარი FT-ის ინფორმაციაზე.

ბოლო დროს, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რეგულარულად ესხმიან თავს დრონებით. დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრე შემცირდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით მრავალჯერადი თავდასხმის გამო.

თემის კომენტირებისას უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომა ნატოს სტანდარტების შესაბამისია.

ოლგა სტეფანიშინამ მიუთითა კიევის სხვა ოფიციალური პირების განმარტებებზე, , რომ სამხედრო თვალსაზრისით, რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამიზნეა.

"ჩვენ გვესმის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მოწოდების. ამავდროულად, ჩვენ ვიბრძვით იმ შესაძლებლობებით, რესურსებითა და პრაქტიკით, რაც დღეს გვაქვს", - განაცხადა სტეფანიშინამ.

„მინდა შევახსენო კოლეგებს, რომლებიც აკეთებენ ასეთ განცხადებებს FT-ში, რომ როდესაც მე ვესაუბრე ნატოს შტაბ-ბინას 2022 წლის თებერვალში, რათა მათ თავიანთი როლი ეთამაშათ და წასულიყვნენ გაეროში, რადგან ჰქონდათ "ცის დახურვის", მითხრეს: „ოლგა, შენ არ გესმის ნატოს სტანდარტებიო“ და ნატოს გაგებით ეს, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ნიშნავს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაბომბონ უკრაინის ქალაქები და ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ რაკეტებს. ფაქტობრივად, ჩვენ ვმოქმედებთ ნატოს საუკეთესო სტანდარტებით“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S