Accentnews.ge
მერია: ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

მერია: ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერდება

22/03/2024 10:15:50 საზოგადოება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროს სადგურ„ახმეტელიდან“ მეტროს სადგურ „გურამიშვილამდე“ მცირე ხნით შეწყდება მგზავრთა მომსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მისი ცნობით, მატარებლები იმოძრავებენ მეტროს სადგურ „გურამიშვილიდან“ მეტროს სადგურ„ვარკეთილამდე“ და პირიქით.

"რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება მგზავრთა მომსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S