Accentnews.ge
პესკოვი: ყველაფერი დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ გახდა ომი

პესკოვი: ყველაფერი დაიწყო როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ გახდა ომი

22/03/2024 09:57:09 მსოფლიო

რუსეთი ომის მდგომარეობაშია, განაცხადა – ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

„დიახ, ეს დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს ჯგუფი, როდესაც კოლექტიური დასავლეთი გახდა ამის მონაწილე უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა",– თქვა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის ტერიტორიის ნაწილი დე ფაქტო ოკუპირებულია კიევის რეჟიმის მიერ, საჭიროა ახალი რეგიონების გათავისუფლება და იქ ხალხის დაცვა“.

2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და დაჟინებით მოითხოვდა ამ ტერმინის გამოყენებას.

რუსული სახელმწიფო მედია მაქსიმალურად არიდებს თავს სიტყვების „ომი“, „შეჭრა“ გამოყენებას და სრულმასშტაბიან ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს. Roskomnadzor-ის მიერ რამდენიმე რუსული და უცხოური მედიის დაბლოკვის ერთ-ერთი მიზეზი იყო მათ მიერ რუსეთის ქმედებების შეფასებად „თავდასხმად“, „შეჭრად“ ან „ომის გამოცხადებად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S