Accentnews.ge
ადმირალმა ბაუერი: NATO მზადაა რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის

ადმირალმა ბაუერი: NATO მზადაა რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის

22/03/2024 09:43:22 მსოფლიო

ნატოს უმაღლესი სამხედრო პირი მიიჩნევს, რომ ალიანსი მზად არის რუსეთთან პოტენციური პირდაპირი შეტაკებისთვის.

ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა კიევში, ArmyInform-თან ინტერვიუში. მას ჰკითხეს, მზად არის თუ არა ალიანსი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის.

ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ ნატოში უსაფრთხოების ვითარების შეცვლა ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ესმოდათ. 2019 წლიდან ალიანსის ქვეყნებმა დაიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნება: მათ შეცვალეს თავდაცვის სტრატეგია, ოპერატიული დაგეგმვა და ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო ძალები.

„ახლა ჩვენ ყველას გვესმის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნების კონტექსტში, დრო ჩვენს მხარეს არ არის. იმიტომ, რომ მტერი წყვეტს, როდის და სად დაგესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. (...)

მზად ვართ? პასუხია, დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - ვიყოთ მზად. თუ ეს დღეს მოხდება, მაშინ მოგიწევთ ბრძოლა იმით, რაც გაქვთ. ეს ყოველთვის არის დღევანდელობისთვის მომზადების ერთობლიობა, მომავლის შესაძლებლობების გაუმჯობესებისას“, - თქვა რობ ბაუერმა.

მას ჰკითხეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მზადყოფნის შესახებ, რომლისთვისაც პოტენციური საფრთხეები ყველაზე მაღალია. ადმირალმა გაიხსენა, თუ როგორ გააფართოვა ალიანსმა თავისი ყოფნა ბალტიისპირეთში 2016 წლიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან ერთად - სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთში და ბულგარეთში.

„ახლა ჩვენ გვყავს რვა ბატალიონის ზომის საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაერთიანდნენ ბრიგადაში. შესაბამისი ქვეყნები მუდმივად მუშაობენ ამ მექანიზმზე. თუ მეტი იქნება საჭირო, მაშინ განვიხილავთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისიაა“, - აღნიშნა ადმირალმა.

მან დასძინა, რომ თანამედროვე ომს ასევე აქვს სხვა განზომილებები, როგორიცაა კიბერსივრცე ან თავდასხმები კოსმოსში და რუსეთს ასევე აქვს გავლენის მოხდენის გზები არქტიკაზე, დასავლეთ ატლანტის ოკეანეში, აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვაში, შავ ზღვაზე.

"სულელური იქნებოდა მხოლოდ აღმოსავლეთ ფლანგზე ფოკუსირება, რადგან რუსები არა მხოლოდ იქ არიან. ისინი ყველგან არიან. ამიტომაც ნატო მუდმივად აკვირდება მათ ქმედებებს და საჭიროების შემთხვევაში პასუხობს", - დასძინა რობ ბაუერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ არის ზედმეტად შეშფოთებული ვლადიმირ პუტინის ხელახლა არჩევის შემდეგ რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდის პერსპექტივებით, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომმა დაასუსტა რუსეთი და მისი ჯარების შევსებას და მოდერნიზაციას დასავლეთის სანქციები შეაფერხებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს მნიშვნელოვანი მოცულობის იარაღის წარმოების უნარი, მაგრამ მისი ხარისხი მუდმივად იკლებს ომის დაწყებიდან. მათ აქვთ გარკვეული გეგმები, მაგრამ ომში არიან, ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ. მათთვის ეს ადვილი არ იქნება“, - განაცხადა ადმირალმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S