Accentnews.ge
მედია: რუსებმა შეცდომით საკუთარი ხომალდი ჩაძირეს

მედია: რუსებმა შეცდომით საკუთარი ხომალდი ჩაძირეს

22/03/2024 09:14:35 მსოფლიო

კალინინგრადის ოლქის სანაპიროსთან რუსულ ხომალდ „კაპიტანი ლობანოვზე“ ხანძრის მიზეზი სარაკეტო დარტყმა გახდა. რაკეტა შეცდომით მოხვდა გემს რუსეთის ბალტიის ფლოტის წვრთნების დროს, განუცხადა იტყობინება "დოჟდი" საკუტარ წყაროებზე დაყრდნობით.

წყარო ყვება, რომ სამი მეზღვაური დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

მისი ცნობით, ეკიპაჟის წევრები დაძინებას აპირებდნენ და ამ დროს დაეცა რაკეტა კაპიტნის სამეთაურო ოთახს.

ამასთან, კალინინგრადის ოლქის ხელისუფლებამ დამალა ინციდენტის მიზეზები და მსხვერპლის რაოდენობა. გუბერნატორის პრესმდივანმა დიმიტრი ლისკოვმა განაცხადა, რომ ხანძარი "ავარიული სიტუაციის გამო" გაჩნდა, რის შედეგადაც, მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება.

არხის თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "როდესაც გადარჩენილები გადაიყვანეს, ყველამ მშვენივრად იცოდა" სამი დაღუპულის შესახებ და რომ ეს იყო რაკეტის დარტყმის გამო".

დაჭრილები პიონერსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. წყაროს ცნობით, საავადმყოფოში დაშავებულები ეფესბე–ს ოფიცრებმა დაკითხეს და უბრძანეს "არ ისაუბრონ ინციდენტზე".

თანამოსაუბრემ დასძინა, რომ კიდევ ერთი რაკეტა ოდნავ ასცდა MRTK კომპანიის სამრეწველო ხომალდს, რომელიც "კაპიტან ლობანოვისგან" არც თუ ისე შორს ცურავდა - ჭურვი იქვე, სათევზაო ბადეებში ჩავარდა.

მანამდე დოჟდმა გაარკვია ღია მონაცემების საფუძველზე გაარკვია, რომ "კაპიტან ლობანოვს" შეეძლო შესულიყო რუსეთის საზღვაო ძალების ბალტიის ფლოტის სასწავლო ზონაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე იტყობინებოდა ინციდენტის წინა დღეს კალინინგრადის ოლქის სანაპირო წყლებში მანევრების შესახებ. 18 მარტის საღამოს რუსულმა უწყებამ განაცხადა, რომ ეკიპაჟი ასრულებდა იმიტირებული მტრის წყალქვეშა ნავის ძებნის, გამოვლენისა და განადგურების ამოცანებს და ახორციელებდა პრაქტიკულ სროლას სიმულირებული საჰაერო და საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S