
ნატოს ტოპ–გენერალი: უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება ყველაზე მოახდენს გავლენას
22/03/2024 07:58:52 მსოფლიო
ნატოს რომელიმე ქვეყნის პოტენციური გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განლაგების თაობაზე, გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის ინტერესებზე, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებები მოითხოვს მათ შორის კონსულტაციებს. ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა კიევში, ArmyInform-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბაუერს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ის შესაძლებლად უკრაინაში ცალკეული ქვეყნების სამხედრო ძალების პოტენციურ განლაგებას, რაზეც საუბრობენ ბოლო კვირებში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებების შემდეგ.
მან უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ უკრაინაში ნატოს ჯარები არ არიან და ალიანსი არ გეგმავს მათ უკრაინაში განთავსებას.
„მაგრამ თუ ცალკეული ქვეყანა გადაწყვეტს აქ თავისი ჯარების განთავსებას, მას უნდა ესმოდეს, რომ ამას ექნება კავშირი ალიანსის დანარჩენ წევრებთან. ერთმანეთს დახმარებას დავპირდით, თუ რომელიმე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამდენად, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ნატოს ქვეყნებმა გაიარეს კონსულტაცია ერთმანეთთან, თუ მათ სურთ ასეთი გადაწყვეტა“, - განაცხადა რობერტ ბაუერმა.