Accentnews.ge
თავდასხმა დნეპერის ჰიდროელექტროსადგურზე: "გარღვევის საფრთხე არ არსებობს"

თავდასხმა დნეპერის ჰიდროელექტროსადგურზე: "გარღვევის საფრთხე არ არსებობს"

22/03/2024 07:01:56 მსოფლიო

22 მარტის გამთენიისას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული თავდასხმის დროს, რუსეთის ჯარებმა ასევე დაარტყეს უკრაინის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურს, დნეპროჰესს ზაპოროჟიეში, იტყობინება სახელმწიფო კომპანია Ukrhydroenergo.

„არაადამიანები არ დამშვიდებულან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ და ახლა ცდილობენ, შექმნან ახალი ეკოლოგიური კატასტროფა დნეპერის ჰიდროელექტროსადგურზე ცინიკურად დარტყმით. ხანძარი სადგურზე გრძელდება. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და ენერგეტიკოსები, რომლებიც ცდილობენ არაერთი ავიადარტყმის შედეგების დაძლევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

Ukrhydroenergo-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარღვევის საფრთხე არ არსებობს, „სადგურის კაშხალზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“.

იმავდროულად, ზაპოროჟიეს რეგიონის საპატრულო პოლიცია იტყობინება, რომ დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის გასწვრივ გზის გადაკვეთაზე მოძრაობა მთლიანად შეზღუდულია.

დილით ადრე უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა რუსული რაკეტების გაშვების გამო. თავდასხმები განსაკუთრებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დაფიქსირდა ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.

Energoatom-მა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური "გათიშვის ზღვარზეა" ზაპოროჟიეზე მასიური თავდასხმის გამო.

ენერგეტიკის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა დაფიქსირდა.

რუსი სამხედროები რეგულარულად უტევენ უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით. მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S