Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა

22/03/2024 06:01:30 ეკონომიკა, რეკლამა

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ქვეყნის სხვადასხვა ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტია.

ქალაქ ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი 15-მდე აფეთქების შესახებ იუწყება. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ხარკოვში აფეთქებების გაო ხანძრები გაჩნდა. არაერთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი 8 სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება. მისი წინასწარი მონაცემებით, დაინგრა 2 კერძო სახლი და 7 დაზიანდა. არიან დაშავებულები, რომელთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.

რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმები იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის გაავრცელა პირველი ცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან გაუშვეს ფრთოსანი რაკეტები. შეტევის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

21 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა 20-მდე ადამიანი, დაზიანდა სახლები, საბავშვო ბაღი და სხვა შენობები. უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ კიევში 31-ვე რუსული რაკეტა, მათ შორის „კინჟალი" გაანადგურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S