Accentnews.ge
მეცოლა: უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი

მეცოლა: უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი

21/03/2024 19:28:18 მსოფლიო

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას განცხადებით, უკრაინა ევროპის ფარის როლს ასრულებს, ამიტომ ევროკავშირი უნდა იყოს უკრაინის ფარი. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"მე ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ევროპარლამენტის პოზიცია ლიდერებს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, ჩვენ უნდა დავაჩქაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უკრაინას მივაწოდოთ მისთვის საჭირო აღჭურვილობა. რიტორიკიდან მოქმედებაზე გადასვლის დრო დადგა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სანქციები, დავხუროთ ყველა ხარვეზი და მათი გვერდის ავლის გზები. ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი გაფართოების პროცესში და გამოვიყენოთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ავტონომიური სავაჭრო ზომები და ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ჩვენი შიდა ბაზარი", - აღნიშნა მეცოლამ.

მანვე აღნიშნა, რომ ევროპამ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

"ეს არის ზუსტად ის, რასაც ბლოკის ყველა ქვეყნის მოქალაქე ელის ევროკავშირისგან და რასაც ევროპარლამენტი მოუწოდებს - გაფართოებული ევროკავშირი, მკაფიო მიზნებზე, კრიტერიუმებსა და დამსახურებებზე დაფუძნებული წევრობით, იქნება საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ჩვენს კონტინენტზე".

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ორდღიან სამიტს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S