
ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს
21/03/2024 17:02:29 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს.
შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს, სულ მცირე, 6 კვირის განმავლობაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის უზრუნველყოფას და ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევლის გათავისუფლებას.
"მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად ღაზაში და ეგვიპტის არსებითი ლიდერული როლი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობაში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, "შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფით".