
სირსკი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს
21/03/2024 16:30:34 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს. ამის შესახებ მან საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ ტიერი ბიურკართან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს”, - წერს სირსკი.
მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს “უკრაინის უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.”