Accentnews.ge
პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21/03/2024 16:11:35 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპორტსმენი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S