Accentnews.ge
ევროკომისია: ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს

ევროკომისია: ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს

21/03/2024 14:28:05 მსოფლიო

ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს. ამის შესახებ გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

დოკუმენტი ოთხ ძირითად სივრცეს გამოყოფს - ღირებულებები, პოლიტიკა, ბიუჯეტი და მმართველობა.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფართოება თავად კავშირის სტრატეგიულ ინტერესებშია და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, კარგად მართული გაფართოების პროცესის სარგებელი ვრცელდება სხვადასხვა სფეროზე – გეოპოლიტიკურზე, ეკონომიკურზე, გარემოსდაცვითზე, სოციალურსა და დემოკრატიულზე.

"ევროკავშირმა კარგად მოამზადა წინა გაფართოებები, გაწევრიანებამდე ევროკავშირის პოლიტიკის მორგებით, მკაცრი გაწევრიანების პროცესის უზრუნველყოფით, გამიზნული მხარდაჭერით და - სადაც საჭირო იყო - ცვლილებით. რათა სარგებელი მატერიალიზებულ იქნას, ევროკავშირიც და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიც კარგად უნდა იყვნენ მომზადებული, და გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებულად უნდა დარჩეს. ეს მოითხოვს სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებასა და ჩართულობას, პირველ რიგში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისგან, მაგრამ ასევე ევროკავშირისგანაც”, -ნათქვამია დოკუმენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S