Accentnews.ge
ესპანელი რეპორტიორი რუსეთიდან გააძევებს სამხედროების ცოლების აქციების გაშუქების გამო

ესპანელი რეპორტიორი რუსეთიდან გააძევებს სამხედროების ცოლების აქციების გაშუქების გამო

21/03/2024 12:17:57 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ ესპანური გაზეთის El Mundo-ს კორესპონდენტს ხავიერ კოლასს ვიზა არ გაუხანგრძლივა და ქვეყნის 24 საათის განმავლობაში დატოვება უბრძანა.

კოლასის ცნობით, წერს El Mundo, მას პრობლემები ემუქრებოდა, თუ ვიზას ვადის ამოწურვამდე არ გაემგზავრებოდა. რეპორტიორმა რუსეთი დატოვა.

„რთულია, ერთ ღამეში ჩაყარო შენი ცხოვრების 12 წელი სამ ჩემოდანში, გაიხურო კარი და იცოდე, რომ მეორე დღეს ეს ბინა შენთვის აკრძალულ ტერიტორიად იქცევა. ჩვენ, კორესპონდენტები, იქ ვართ, სადაც ნებადართულია, ვიყოთ, მაგრამ არავის ვაძლევთ უფლებას გვითხრას, რა ვთქვათ და რა არა“, - განაცხადა კოლასმა.

El Mundo აღნიშნავს, რომ უცხოელი ჟურნალისტებისთვის რუსეთში მუშაობა ახლა უფრო რთულია, ვიდრე იყო. პოლიციამ კოლასს შინ მიაკითხა და გააფრთხილა, შეწყვიტოს წერა სამხედროების ცოლების აქტივობებზე, რომლებიც ქმრების სახლში დაბრუნებას ითხოვენ. გაზეთი პროტესტს უწოდებს "ომით უკმაყოფილების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიშანს".

ჟურნალისტისთვის ვიზაზე უარის თქმა ავტორიტარული რეჟიმების საერთო იარაღია,, რომელიც გამოიყენება სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად და ქვეყანაში მომხდარის შესახებ საერთაშორისო საჯაროობის თავიდან ასაცილებლად, – წერს El Mundo.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S