
ესტონეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც, მათ შორის, საბრძოლო მასალას მოიცავს
21/03/2024 12:06:16 მსოფლიო
ესტონეთი უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა, რომელიც კიევში თავის უკრაინელ კოლეგას რუსტემ უმეროვს.
მისივე ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ასაფეთქებელ ნივთიერებებს, გაზის ნიღბებს, სნაიპერულ აღჭურვილობას და მცირე კალიბრის საბრძოლო მასალას.
მანამდე, "რამშტაინის" შეხვედრის წინ დააანონსა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ჭურვების გადაცემა.