Accentnews.ge
აშშ-მა რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

21/03/2024 11:44:07 მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ორი მოქალაქე და ორი კომპანია.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა სოციალური პროექტირების სააგენტოს და მის დამფუძნებელ ილია ღამბაშიძეს, ასევე სტრუქტურას და მის მფლობელს ნიკოლაი ტუპიკინს.

როგორც განიმარტა, ხსენებული კომპანიები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციულ კამპანიაში, მათ შორის, ქმნიდნენ ისეთ ვებგვერდებს, რომლებიც ევროპული სამთავრობო ორგანიზაციებისა და ლეგიტიმური მედიასაშუალებების ვებგვერდების მსგავსი იყო.

ღამბაშიძეს და ტუპიკინს 60-ზე მეტი ვებგვერდის შექმნაში ადანაშაულებენ, რომლებიც თავს წარმოაჩენდნენ, როგორც ლეგიტიმური მედიაორგანიზაციები და სოციალური მედიის ანგარიშები.

"ეს ქმედება ასახავს ჩვენს მიმდინარე ძალისხმევას, წინააღმდეგობა გავუწიოთ კრემლის მავნე ზეგავლენის ოპერაციებს. გავაგრძელებთ რუსეთის მცდელობის გამოაშკარავებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S