Accentnews.ge
NATO–ს სამხედრო დელეგაცია პირველად ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ

NATO–ს სამხედრო დელეგაცია პირველად ჩავიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ

21/03/2024 11:17:10 მსოფლიო

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი რობ ბაუერი კიევში ჩავიდა. ეს ალიანსის სამხედრო დელეგაციის პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამ გარემოებას ხაზი თავად ბაუერმა გაუსვა.

„ჩემი ვიზიტი - ნატო-ს პირველი სამხედრო დელეგაცია, რომელიც უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეწვია - იმის დასტურია, რომ ნატო და უკრაინა ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, როგორც არასდროს“, - ხაზგასმით აღნიშნა ბაუერმა ა დასძინა, რომ ეს ვიზიტი მას საშუალებას აძლევს, გამოხატოს თავისი ღრმა პატივისცემა უკრაინელების მიერ ბრძოლის ველსა და მის გარეთ გამოვლენილი სიმამაცისა და გამძლეობის მიმართ.

მან თქვა ისიც, რომ შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატოს შტაბ-ბინაში:

„ყოველდღიურად უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, უფრო თავსებადი ვხდებით. ჩვენ ერთად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა ჩვენი ალიანსის წევრი გახდეს. შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატოს შტაბ-ბინაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S