Accentnews.ge
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

21/03/2024 10:47:58 მსოფლიო

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები და გამარჯვებულად ვლადიმირ პუტინი გამოაცხადა.

კერძოდ, მან ხმების 87,28% მოაგროვა. პუტინს მხარი დაუჭირა რუსეთის საარჩევნო უფლების მქონე 76 მილიონმა ადამიანმა.

ომის მოწინააღმდეგე დამოუკიდებელი კანდიდატები კენჭისყრაზე არ დაუშვეს.

"ვაჟნიე ისტორიის" გამოძიების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინის მიერ მიღებული თითქმის 22 მილიონი ხმა გაყალბებული იყო.

რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატის, ნიკროლაი ხარიტონოვის მომხრეთა წილი ხმების საერთო რაოდენობაში 4%-ა. „ახალი ხალხის“ კანდიდატს, ვლადისლავ დავანკოვს, ხმა მისცა ამომრჩეველთა 4%-ზე ნაკლებმა, ხოლო ლიბერალ-დემოკრატების წარმომადგენელს, ლეონიდ სლუცკის - 3%-ზე ოდნავ მეტმა. დავანკოვმა პუტინს აჯობა ევროპის 15 ქვეყანაში, მათ შორის სერბეთსა და ჩეხეთში, ასევე, არგენტინაში, პარაგვაისა და ისრაელში.

დასავლეთის ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რიგი სხვა ქვეყნები არ აღიარებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S