
ავსტრალია უკრაინის "დრონების კოალიციას" უერთდება
21/03/2024 10:42:42 მსოფლიო
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლსმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეუერთდა უკრაინის "დრონების კოალიციას", რომელსაც ბრიტანეთი და ლატვია ხელმძღვანელობენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის შესაძლებლობა ავსტრალიისთვის, "განაგრძოს წვლილის შეტანა ძალისხმევაში, რათა უკრაინამ შეძლოს კონფლიქტის გადაჭრა საკუთარი პირობებით".
"დრონების კოალიციაში" უკვე შედის რვა ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, ლატვია, შვედეთი, დანია, გერმანია, ლიეტუვა, ესტონეთი და ნიდერლანდები.
შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნები უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების ათასობით საფრენ აპარატს გადასცემენ.