
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი მტკვარში გადავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი
21/03/2024 09:45:26 საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ავტომობილის მძღოლია, რომელიც მდინარე მტკვარში გადავარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.