Accentnews.ge
ბათუმის კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ, დააჯარიმეს (სია)

ბათუმის კაფეები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ, დააჯარიმეს (სია)

21/03/2024 09:39:25 საზოგადოება

კონკურენციის სააგენტომ ბათუმში მდებარე 6 კვების ობიექტი დააჯარიმა. მიზეზი ის არის, რომ ისინი, გაფრთხილების მიუხედავად, სტუმრებს მომსახურებას ქართულ ენაზე არ სთავაზობდნენ. სერვისის მიღება ძირითადად, მხოლოდ რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი.

ჯარიმის გადახდა დაეკისრათ:

  • ი/მ მარია კალუსტიანს - 600 ლარი;
  • შპს „დარიას“ - 1 088 ლარი;
  • ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს - 600 ლარი;
  • ი/მ ალეკსანდრ ვასილევის - 600 ლარი;
  • შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას“ (კაფე „მამა აზია“) - 1 789 ლარი;
  • შპს „ჰარვიდენტის“ - 600 ლარი.

იგივე კომპანიები კონკურენციის სააგენტომ 2023 წლის ნოემბერში გააფრთხილა, თუმცა მათ დარღვევა არ გამოასწორეს.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სერვისის მიღება სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S