
პრეზიდენტი ილია თოფურიას დღეს დააჯილდოებს
21/03/2024 08:55:46 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი UFC-ის ქართველ ჩემპიონს ილია თოფურიას დღეს დააჯილდოებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელბს. მისი ცნობით, ცერემონია 19:00 საათზე ჩატარდება.
„საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანხმება. პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.