Accentnews.ge
რუსეთის გენპროკურატურა "კრაბის მეფის" სიკვდილს ინსცენირებულად მიიჩნევს

რუსეთის გენპროკურატურა "კრაბის მეფის" სიკვდილს ინსცენირებულად მიიჩნევს

21/03/2024 08:43:19 მსოფლიო

ბიზნესმენ ოლეგ კანის გარდაცვალება, რომელსაც "კრაბის მეფეს" უწოდებენ, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ინსცენირებულად მიიჩნია. საარბიტრაჟო სასამართლოში ბიზნესმენის წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურის სარჩელის განხილვისას უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბიზნესმენის გარდაცვალება არაა რეგისტრირებული და მოპასუხე მხარემ შექმნა „ცრუ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ კანი თითქოს მკვდარია“.

მანამდე, 19 მარტს, ოლეგ კანის ადვოკატებმა მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმეების დახურვა "კრაბის მეფის" წინააღმდეგ, მისი გარდაცვალების გამო. ამის შესახებ მათ განაცხადეს პრიმორსკის ტერიტორიის საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომაზე გენერალური პროკურატურის სარჩელის შესახებ შორეული აღმოსავლეთის თევზჭერის ინდუსტრიის წინააღმდეგ. მეწარმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მისი კლიენტი ერთ წელზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალა. მან მიუთითა რუსეთის ნოტარიუსთა პალატაზე, სადაც მემკვიდრეობის საქმეა გახსნილი

სახალინელი მეწარმის გარდაცვალების შესახებ 2023 წლის თებერვლის ბოლოს რეგიონულმა ტელეგრამ–არხებმაც დაწერეს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი გარდაიცვალა ლონდონში პანკრეასის კიბოსგან და დაკრძალეს სამხრეთ კორეაში. მაშინ ბიზნესმენის ადვოკატმა კონსტანტინე ტრაპაიძემ ამ ცნობებს ყალბი უწოდა. ასევე, კანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა პრიმორსკის სასამართლოში, სადაც ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა.

ოლეგ კანს დაუსწრებლად ასამართლებენ ორ სისხლის სამართლის საქმეზე: 2010 წელს ბიზნესმენ ვალერი ფიდენკოს მკვლელობის ორგანიზების ეპიზოდზე, რომელიც, კანის თქმით, მას თავს დაესხა. პროკურატურა 19–წლიან პატიმრობას ითხოვდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბიზნესმენმა ასობით მილიარდი რუბლი მიითვისა უკანონო თევზაობით. 358,7 მილიარდი რუბლის პრეტენზია წარუდგინეს 31 კომპანიასა და 29 ფიზიკური პირს, მათ შორის ბიზნესმენებს ოლეგ კანსა და დიმიტრი დრემლიუგას.

ამასთან, მათ ედავებიან კრიმინალური საზოგადოების შექმნასა და ხელმძღვანელობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რესურსების კონტრაბანდას და გადასახადების თავიდან აცილებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S