Accentnews.ge
მედია: სანქტ-პეტერბურგის დიდი პორტი დრონებით თავდასხმების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა

მედია: სანქტ-პეტერბურგის დიდი პორტი დრონებით თავდასხმების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა

21/03/2024 08:05:56 მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა თებერვალში შეაჩერა ქიმიური საშუალებების გადაზიდვა, - გაარკვია "კომერსანტმა".

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დრონებით თავდასხმების გამო ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა აკრძალა: იანვარში სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ, გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი შიშობს დივერსიისა და ქალაქისთვის დამანგრეველი შედეგების გამო.

როგორც განიმარტა, გეგმავენ გადაზიდვის ლენინგრადის რეგიონში, უსტ-ლუგაში გადატანას, მაგრამ ამისთვის ჯერ არ არიან მზად, რადგან ადგილობრივი პორტის ინფრასტრუქტურა მოდერნიზებას საჭიროებს.

ბაზრის მონაწილეებმა „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ნაწილობრივ საწყობში მუშაობენ და ჯერჯერობით პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ ჰქონიათ - თესვის სეზონზე შიდა ბაზარზე მაღალი მოთხოვნის გამო, თუმცა მწარმოებლები უკვე ეძებენ ახალ საექსპორტო მარშრუტებს.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, პეტერბურგის დიდი პორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ტონა პროდუქციას ამუშავებდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაზიდვის აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს პორტს, რომელიც უკვე სერიოზულად დაზარალდა ევროპასთან სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S