Accentnews.ge
ისრაელი "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაურების განადგურების შესახებ იუწყება

ისრაელი "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაურების განადგურების შესახებ იუწყება

21/03/2024 06:51:56 მსოფლიო

ისრაელი "ჰამასის" მაღალი რანგის მეთაურების განადგურების შესახებ იუწყება. კერძოდ, ისრაელის არმიის ცნობით, ღაზას სექტორში ლიკვიდირებულია დაჯგუფების მაღალი რანგის სამი მეთაური.

"ისინი "ჰამასს" მეთაურობდნენ ღაზას სექტორის სამხრეთში", – იტყობინება ისრაელის არმია.

ეს ცნობა "ჰამასს" ჯერ არ დაუდასტურებია.

ამასთან, ისრაელის არმიამ გააგრძელა თავისი ოპერაცია ქალაქ ღაზაში მდებარე შიფას საავადმყოფოში. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების დროს დაღუპული "ჰამასელების" რიცხვი 90-ს უდრის. დაკავებულია 160 ეჭვმიტანილი. ისრაელის არმიამ ოპერაცია საავადმყოფოში 18 მარტს დაიწყო.

ეს უკვე მეორე ოპერაციაა, რომელიც საავადმყოფოში ხორციელდება. უკვე ნოემბერში, ისრაელის არმიამ, ფართო საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ასევე მოაწყო ოპერაცია საავადმყოფოს შენობაში. ისრაელის არმია უკვე მეექვსე თვეა, აგრძელებს საჰაერო და სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე.

სამხედრო ქმედება ისრაელმა დაიწყო "ჰამასის" მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმიის მოქმედებას ღაზას სექტორში მოქმედი ჯანდაცვს სამინისტროს ცნობით, 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზას სექტორში, რომელიც ისრაელის საპასუხო იერიშის შემდეგ ალყაშემორტყმულია, მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ისრაელის არ ითვალისწინებს საერთაშორისო მოთხოვნებს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ და აცხადებს, რომ "ჰამასი" სრულად უნდა გაანადგუროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S